>>>HalaMaDriD<<< - Main page
Tuesday, 2010-02-09, 11:25 Pm | Welcome Guest

ReaL MaDriD ThE BesT of ThE BesT

Main page

[img]http://s60.radikal.ru/i167/0902/f9/ef0096f5404e.jpg [/img]

მადრიდის ”რეალი” უბერებელი ლეგენდა, 31 წლის რაულ გონსალეს ბლანკო შესაძლოა 2011 წლის ბოლოს, ანუ მისი კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ აქტიურ ფეხბურთს ჩამოშორდეს ან კარიერა ამერიკულ ლიგა MLS-ში გააგრძელოს.

გაზეთ "Marca-სთან” საუბარში რაულმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”როცა მაღალ დონეზე თამაშობ ძალიან რთულია რომ კარიერა დაასრულო. ყველაფერი მესმის და ისიც ვიცი რომ მალე ფეხბურთიდან წასვლა მომიწევს მაგრამ დამერწმუნეთ გადაწყვეტილების მიღება ძალზედ რთულია. მოქმედი კონტრაქტი ”რეალთან” 2011 წლის ივლისამდე მაკავშირებს ასე რომ მის მოახლოვებამდე, რამოდენიმე თვით ადრე მომიწევს გადაწყვეტილების მიღება, დავრჩე თუ არა აქ ”სამეფო კლუბში”. ამასთანავე მინდა გითხრათ რომ შესაძლოა მადრიდული კარიერის შემდგომ თავი ამერიკის საფეხბურთო ლიგაში, MLS-ში გამოვცადო. სიმართლეს გეტყვით რომ ამ ბოლო ხანებში ამერიკაში თამაშით სერიოზულად ვარ დაინტერესებული.”

სულ ცოტა ხნის წინ ”ელ კაპიტანომ” ”თეთრების” რიგებში 311-ე გოლის გატანა შეძლო რითაც ლეგენდალური ა... Read more »

Category: სიახლეები | Views: 40 | Added by: halamadrid | Date: 2009-02-28 | Comments (0)

პრედრაგ მიატოვიჩმა თავისი აზრი გაუმხილა ჟურნალისტებს როცა თამაში დამთავრდა.

"ჩვენ ისევ გვაქვს მეოთხედფინალში გასვლის შანსი. ეს დუელი 180 წუთი გრძელდება, ჯერ მხოლოდ 90 წუთია გასული."

"ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ორივე გუნდი ცდილობდა ეპოვა თავისი თამაში, ბოლოს ეს "ლივერპულმა" მოახერხა. ეს ყველაზე ცუდი რეზულტატია რომელიც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა და იმედი მაქვს მოვიგებთ. შანსები უკეთ, რომ გამოგვეყენებინა არ წავაგებდით."

"ლივერპული" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ის ფაქტი რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ჩვენ ფეხბურთელებს უფრო მოტივირებულს გახდის. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს."

"ჩვენი მომავალი მეტოქე ლა ლიგაზე ასპარეზობს, ეს ტურნირიც არ უნდა დაგვავიწყდეს, "ბარსელონას" დაწევა ჯერ კიდევ შეგვიძლია."

"გუნდი უკვე ხუთი წელია არ გასულა მეოთხედფინალში, დროა ეს დამთავრდეს, "ლივერპული" ისეთ "რეალს" როგორიც "ენფილდზე" ჩავა პირველად ნახავს."

Category: სიახლეები | Views: 44 | Added by: halamadrid | Date: 2009-02-28 | Comments (0)

მადრიდის ”რეალისა” და ”ლივერპულის” მატჩის შემდგომ, ხუანდე რამოსმა კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა რომ 0-1 ცუდი შედეგია მაგრამ მის გუნდს შეუძლია ”ენფილდზე” გამარჯვება.

”თამაში ძალიან ცოტა საგოლე მომენტი შეიქმნა და ”ლივერპულმა” გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაგვიტანა როდესაც მოედანზე დიდი დაძაბულობა იყო. ჩვენი მიზანი იყო გაგვეტანა გოლი და მეორე ტაიმში ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წაგვემართა. სამწუხაროდ ბევრი მომენტის გამოყენება ვერ შევძელით. ვფიქრობ რომ ეს შეხვედრა 0-0 უფრო უნდა დამთავრებულიყო რადგან ორივე გუნდს ბევრი შანსი არ ქონია.”

”ძალიან ბევრს ვიბრძოლებთ რომ ენფილდზე გავიმარჯვოთ. ჩვენთვის 0-1 ძალზედ ცუდი შედეგია. ვიმედოვნებ რომ მეორე შეხვედრაში სასურველ შედეგს მივაღწევთ.”

”ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ძალზედ მნიშვნელოვანია ისევე როგორც მეტოქე გუნდისათვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ”ლივერპულს” მეორე შეხვედრა მოუგოთ და 1/4 ფინალში გავაღწიოთ.”

”სტუმრად ბევრი უნდა გავრისკოთ. ”ლი... Read more »

Category: სიახლეები | Views: 32 | Added by: halamadrid | Date: 2009-02-28 | Comments (1)

გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც "რეალმა" "ლივერპულთან" 0:1 წააგო, ფერნანდო გაგომ მიიღო ტრამვა.

ჯერ უცნობია რამდენი ხნით გამოემშვიდობება ის მოედან. ექიმებს რამოდენიმე დღე სჭირდებათ ამის გასარკვევად. იმედია მადრიდელთა 8 ნომერს სერიოზული არაფერი სჭირს.

Category: სიახლეები | Views: 34 | Added by: halamadrid | Date: 2009-02-28 | Comments (0)

არავითრი 3:0, არავითარი მეტოქის დაცინვა მოედანზე. "მადრიდის რეალმა" საკუთარ "სანტიაგო ბერნაბეუზე" წააგო "ლივერპულთან" თამაში ანგარიშით 0:1 და საგრძნობლად გაირთულა ამოცანა.

ახლა მადრიდელების იმედი "ენფილდზე" სასწაულია. ინგლისელები ფრთხილად და დაფიქრებულად თამაშობდნენ, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ მატჩის ბედი პატარა დეტალმა გადაწყვიტა. ჰაინცე დაჯარიმდა, სტანდარტი ჩააწოდეს და იმ დროისთვის მოედანზე ყველაზე დაბალმა ფეხბურთელმა, იოსი ბენაიუნმა (170 სმ), თავით გაუტანა იკერ კასილასს გოლი. ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ახლა "მადრიდისტებს" ისღა დარჩენიათ "ენფილდზე" მოიგონ.

გოლები: ბენაიუნი 82' (0:1)

"მადრიდის რეალი" (4-4-2):
იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, კანავარო, პეპე, ჰაინცე, რობენი, მარსელო (გუტი 46'), გაგო, დიარა, რაული, იგუანი.

"ლივერპული" (4-2-3-1):
რეინა, არბელოა, კარაგერი, შკრტელი, აურელიო, ბენაიუნი, მასკერანო, ხაბი ალონსო, კიუიტი (ლუკას ლეივა 91'), რიერა (ჟერარდი 88'), ტორესი (... Read more »

Category: სიახლეები | Views: 35 | Added by: halamadrid | Date: 2009-02-28 | Comments (0)

მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი ხუანდე რამოსი სრულებით არ ნერვიულობს ”ლივერპულთან” შეხვედრაზე და სწამს რომ მისი გუნდი აუცილებლად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის შემდგომ რაუნდში.

ვარჯიშზე რაიმე ხომ არ მომხდარა?

არა. ყველაფერი ნორმალურადაა. ყველა ჩემი ბიჭი მზადაა სათამაშოდ

რა უფრო კარგია რომ გაიტანო ბევრი გოლი თუ რო არ გაუშვა არცერთი?

შევეცდებით რომ თამაში სასურველი შედეგით დავასრულოთ რაც ”ენფილდზე” თამაშს გაგვიადვილებს

რას ფიქრობთ პრეზიდენტის ასეთ ოპტიმიზმზე რომელიც იძახის რომ ”ლივერპულს” გაანადგურებთ?

არ ვიცი რა გითხრათ. მეც ისე მოვიქცევი როგორც ყველა და გიპასუხებთ რომ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ

გუნდში შექმნილი ეუფორია რაიმე დამატებით ზიანს ხომ არ მოგაყენებთ?

ჩემი აზრით ”რეალში” უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი და არავითარი ეუფორია არაა. ძალიან მშვიდად ვართ და გვიხარია ყოველივე რაც ლა ლიგაში მოხდა. გულშემატკივრები მართლაც რომ ეუფორიაშია არიან მაგრამ მე კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხ... Read more »

Category: სიახლეები | Views: 35 | Added by: halamadrid | Date: 2009-02-28 | Comments (0)

სერხიო რამოსი თვლის, რომ მისი გუნდი "ლივერპულის" დამარცხებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ "რეალი" დაცვაში კარგად ითამაშებს.

"ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, გავიტანოთ გოლი და სკუთარი კარი მშრალად შევინახოთ, შემდეგ "ენფილდზე" მოვახერხოთ ერთი ბურთის შეგდება და მეოთხედფინალში გავალთ. თუმცა ამის გაკეთება ადვილი რა თქმა უნდა არ იქნება." განაცხადა რამოსმა.

"ჩვენი მთავარი ამოცანა ლიგის მოგებაა, ამ ჩემპიონატზე უფრო დიდ იმედებს ვამყარებთ ვიდრე ლა ლიგაზე, მაგრამ წელს ჩემპიონთა ლიგის დონე ძალიან მაღალია." გააგრძელა მან.

მადრიდელთა "ოთხიანმა" განაცხადა, რომ "ესპანური ლივერპულის" (როგორც ხშირად უწოდებენ პირენეის ნახევარკუნძულზე ამ გუნდს) დამარცხება ადვილი არ იქნება, რადგან მათ ბევრი გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ.

რამოსის აზრით მთავარია "ბერნაბეუზე" კარის მშრალად შენახვა, "ენფილდზე" კი გოლის გატანა.

Category: სიახლეები | Views: 41 | Added by: halamadrid | Date: 2009-02-28 | Comments (0)

რაფაელ ვან დერ ვაარტმა იცის რა არის ჩემპიონთა ლიგა, ის წინა წელს ამ ჩემპიონატში "ჰამბურგის" ღირსებას იცავდა. ახლა ეს ფეხბურთელი ითამაშებს "რეალის" შემადგენლობაში, რომლის მეტოქეა მრისხანე "ლივერპული". "ეს ერთერთი ყველაზე საინტერესო მატჩია, რომელიც შეიძლება ფეხბურთელმა ჩაატაროს კარიერის განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ თამაშით დიდ სიამოვნებას მივიღებთ." – განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

თვენახევარია სამეფო გუნდი კონცენტრაციას ლა ლიგაზე ახდენს, ხოლო ეხლა განახლდა ჩემპიონთა ლიგა და უნდა გვანახოს "რეალმა" რა შეუძლია მას, თამაშში რომელსაც ყველა ველოდით და რომლის მოლოდინშიც ვცხოვრობდით.

"ჩვენ კარგი შანსი გვაქ, რადგან პროგრესის გზაზე ვდგავართ, ეს ჩვენ "ბეტისთან" მატჩშიც დავამტკიცეთ. ეს საოცრად საინტერესო თამაში იქნება." – აცხადებს ჰოლანდიელი. "ბლანკოსის" 23 ნომერმა შეაფასა ლივერპული, როგორც ძლიერი გუნდი : "მათ ფუნდამენტური ძალა ესპანელი ფეხბურთელებია. "ლივერპული" – ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ძალიან სწრაფი ... Read more »

Views: 37 | Added by: halamadrid | Date: 2009-02-28 | Comments (0)

”ჯერარდმა ნათლად დაგვანახა თუ რაოდენ დიდი დახმარების გაწევა შეუძლია გუნდისთვის" – თქვა "ლივერპულის" მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა, რომელმაც გუშინ ჩაატარა საბოლოო ვარჯიში "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ესპანელი მწვრთნელის სიტყვებიდან რამოდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება, ყველაზე მთავარი ის, რომ ჯერარდი ითამაშებს "რეალთან". გუშინ ინგლისელმა ნახევარმცველმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და გააგებინა ყველას, რომ "ევერტონთან" მიღებული მუხლის ტრამვა სრულებით მოიშუშა.

ჯერარდი გამოფრინდა "მადრიდში" ისე, რომ არ იცოდა ითამაშებდა თუ არა, მაგრამ გუშინ მან სრულად ივარჯიშა "ბერნაბეუს" გაზონზე. ბენიტესმა ჩაატარა 30 წუთიანი მატჩი და გაყო გუნდი ორ 9 კაციან გუნდად. ჯერარდი და ტორესი ერთ გუნდში იყვნენ, ინგლისელმა 2 გოლი გაიტანა და არ ამოვარდნილა ტემპიდან. პირიქით ის იყო ყველაზე კარგი მოთამაშე ამ მატჩში. ვარჯიშის შემდეგ რამოდენიმე გუნდელთან ერთად ჯერარდი დარჩა "ბერნაბეუზე" და ივარჯიშა სტანდარტების შესრულებაში. "ლივერპულის" ლიდერი ორივე ფ... Read more »

Category: სიახლეები | Views: 22 | Added by: halamadrid | Date: 2009-02-28 | Comments (0)

არიენ რობენი თვლის რომ "რეალს" "ლივერპულთან" თამაში გაუჭირდება, მაგრამ მაინც მოიგებს ამ შეხვედრას.

რომელ ფლანგზე აპირებთ თამაშს?

"მე მარცხენა ფლანგის ფეხბურთელი ვარ, თუმცა რამოსი თავისუფლებას მაძლევს და ორივე ფრთაზე შემიძლია თამაში. შეტევის ხაზში პრობლემები არ გვაქვს. დაცვაც შესანიშნავად თამაშობს ამიტომაც თავისუფლება გამოგვადგება მოედანზე."

რა განცდაა, როდესაც იცი რომ "ლივერპულის" წინააღმდეგ ყველაზე სახიფათო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ?

"მე ასე არ ვფიქრობ. ბოლო ორ თამაშში გუნდმა უჩემოდ 10 გოლის გატანა შეძლო, ამიტომ მე რომ არ ვიყო "რეალი" მაინც შეძლებს "ბერნაბეუზე" მოგებას."

რატომ იტანს გუნდი უშენოდ უფრო მეტ გოლს?

"არ ვიცი. "ბეტისმა" "რეალამდე" ორი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მაგრამ ჩვენ ისინი გავანადგურეთ. ახლა შესანიშნავ ფორმაში ვართ, მათ კი ალბათ პატარა ჩავარდნა ჰქონდათ."

პრეზიდენტმა განაცხადა რომ 3:0 მოიგებთ, რა აზრის ხარ ამაზე?

"იმედი მაქვს ასე მოხდება. ეს შესანიშნავი რეზუ... Read more »

Category: სიახლეები | Views: 24 | Added by: halamadrid | Date: 2009-02-28 | Comments (0)

1 2 3 ... 12 13 »
საიტის მენიუ
კლუბი [4]
შემადგენლობა [2]
სტადიონი [1]
კალათბურთი [2]
ტრანსფერები [0]
სურათები [2]
ვიდეოები [11]
კასტილია [1]
სიახლეები [99]
გამოკითხვა
ვინ არის რეალის მთავარი შენაძენი?
Total of answers: 30
სტატისტიკა

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
შესვლა
E-mail:
Password:
ძებნა
კალენდარი
«  February 2010  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
არქივი
მეგობრები
  • Create your own site